პოლიტიკა
09.05.16 17:40
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მიერ ორგანიზებული „ევროპული დღეები“ გახსნა.
როგორც რიყის პარკში სიტყვით გამოსვლისას საქარველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა, რადგან წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
„25 წლის წინ ჩვენ ერთად ვიდექით, რათა საბჭოთა კავშირის მარწუხებისაგან გავთავისუფლებულიყავით და შეგვექმნა ქართული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. გამოვსულიყავით და ამაყად გვეთქვა, რომ ჩვენ ქართველებს, რომლებსაც სამიათასწლიანი ისტორია გაგვაჩნია, ვიწყებთ ახალი ქვეყნის შენებას და ჩვენ ეს ერთად შევძელით.
დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისაკენ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს, იმას, რომ შენ შექმნი შენსას, უნიკალურს, განსაკუთრებულსა და თანამედროვეს.
დღეს ჩვენ ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული სახელმწიფოს შექმნის თვალსაზრისით. მე ვხედავ ერს, რომელსაც აქვს ხედვა და იცის ხვალ რა უნდა გააკეთოს, ქვეყანას, რომელიც თავის ტერიტორიებს გაამთლიანებს, არა ომით, არამედ იმით, რომ განსაკუთრებულ ქვეყანას და თავისუფლებას შექმნის.
ჩვენ ერთად დგომით შევძლებთ ამას, რასაც წელს განსაკუთრებულად დავამტკიცებთ, რადგან თითოეული თქვენგანი მივა არჩევნებზე და ქვეყნის მომავალ ბედს გადაწყვეტს. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ღმერთი ფარავდეს მას!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან ერთად რიყეზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები დაათვალიერა, სადაც „ევროპის დღეების“ მონაწილეებს ამ ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებული აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას აცნობენ.
ევროპული დღეების გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და ფიქრია ჩიხრაძე.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 91
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24