პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

28.11.18 15:15


მე მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ მთავარი ამ არჩევნებზე, ეს არის პირველი რიგში, სიმშვიდე და სტაბილურობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი ჩუღურეთის ოლქის N1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მან წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„წინასაარჩევნო გარემო, რასაკვირველია, რიტორიკით ანომალიური, საკმაოდ მძიმე მოსასმენი და სანახავი იყო. თუმცა, ვფიქრობ, სამართლებრივად კანონის ფარგლებში იყო ყველაფერი. ამ ეტაპზე, კანონი მგონი არ დარღვეულა არცერთი მხრიდან, მასშტაბურად ვგულისხმობ.

დარწმუნებული ვარ, არჩევნები დღესაც მშვიდად ჩაივლის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მოქალაქეები რიგით მეხუთე პრეზიდენტს 6 წლის ვადით პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები