პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას

28.11.18 15:45


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.

ლევან იზორიას განცხადებით, ხმა სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას მისცა:

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში იმ რეფორმების გაგრძელებას, რამაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და ამასთან თითოეული სამხედრო მოსამსახურის და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მოქალაქეები რიგით მეხუთე პრეზიდენტს 6 წლის ვადით პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, ამ ფუნქციას მომავალში 300 წევრით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია შეასრულებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები