პოლიტიკა

"დავამთავროთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, რომ ქვეყანა ისევ განვითარების გზას დაადგეს"- გრიგოლ ვაშაძე

28.11.18 16:00


გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ „საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთრებით პარლამენტი დარჩეს ქუთაისში".

„საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტობრივად გადაიქცა რეფერენდუმად იმაზე, რა მომავალი ელოდება საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქის დავალებაა, ყველაფერთან ერთად დავამთავროთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, რომ ჩვენთან არავინ ბოროტად არ გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანა დაადგეს ისევ განვითარების გზას. ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთრებით პარლამენტი დარჩეს ქუთაისში. ეს არ არის მარტო ქუთაისელების და თქვენი მონამორჩილის აზრი, ამას თბილისშიც ბევრი ადამიანი საუბრობს, გურიაშიც და სამეგრელოშიც, რადგან ეს ქალაქი მართლაც ამისთვის არის შექმნილი.

ასე, რომ წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად, ჩვენს ქვეყანას ეყოფა დაპირისპირება, შეხლა–შემოხლა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, – განაცხადა ვაშაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები