პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს

28.11.18 17:20


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებები საზღვარგარეთ ხმის მიცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

„განცხადება გაკეთდა და გიგი უგულავამ დაადანაშაულა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი. კერძოდ, საუბარი იყო არსებულ წესზე, როდესაც მოქალაქეები, რომლებსაც მხოლოდ გარკვეული ვადით შეუძლიათ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ვერ ახერხებენ ხმის მიცემას. მინდა, შევახსენოთ, საქართველოს საარჩენო კოდექსით განსაზღვრულია საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიების ფორმირების წესი, კონკრეტულად, ის ნაწილი, სადაც საუბარია 20-დღიან პერიოდზე სიების გადაცემასა და არჩევნების თარიღს შორის. მოგეხსენებთ, რომ საგარეო უწყება და შესაბამისად, საკონსულო დეპარტამენტი არ შეიმუშავებს ასეთი დონის საკანონმდებლო დოკუმენტებს. ის თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული და არსებული წესის შესრულებაში საკონსულო დეპარტამენტის დადანაშაულება რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია”, - აღნიშნა მან.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხმის მიცემა საფრანგეთში მოუწია.

„საკონსულო წესების მიხედვით ადამიანი 2 კვირით ადრე უნდა გავიდეს ქვეყნიდან, რომ იქ სიაში მოხვდეს! რომელი საუკუნეა, ან ვინ გადის ქვეყნიდან ამდენი ხნით ან რატომ უზღუდავთ ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას?! ონლაინრეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, კომისიის წევრად დავრეგისტრირდი, რომ ხმა მიმეცა. აი თუ ვინმეა წარსულში ჩარჩენილი, საგარეოს საკონსულო დეპარტამენტი“, - წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები