პოლიტიკა
28.11.18 18:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე გარკვეული პროცედურული სახის დარღვევები დაფიქსირდა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმა ამორმჩეველმა ვაკეში, მე-2 და მე-14 საარჩევნო უბნებზე ხმა მისცეს ყალბი პირადობის მოწმობებით.
“ერთ შემთხვევაში მოქალაქეს ჰქონდა სამართლებრივად ვალიდური პირადოიბის მოწმობა, უბრალოდ ეს მოწმობა დიდი ხნის აღებული იყო. მეორე შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი – პირადობის მოწმობის შეუმოწმებლობა, თუმცა პირადობის მოწმობების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე გამოეხმაურა საია-ს მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქიდან გამომდინრე, რომ აღნიშნული კანონდარღვევას წარმოადგენდა, მიქელაძის თქმით, შოთა ხაბარელს აკრედიტაცია გაუუქმდა.
“გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბნებზე არსებულ პლანშეტებში აღარ არის ჩატვირთული ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სია. გვინდა აღვინიშნოთ, რომ ფოტოსურათიანი სია არასდროს ყოფილა ჩატვირთული უბანზე არსებულ პლანშეტებში, რამდენადაც პლანშეტების მეხსიერება არ იძლევა ამის შესაძლებლობას. საარჩევნო უბანზე პლანშეტების დარიგებას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება – ეს არის ამომრჩევლებისთვის მათი საარჩევნო უბნების მითითება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანში, 68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები გარეთ გავიდნენ.
რაც შეეხება ხულოს #1 უბნის გადასატან ყუთს, ანა მიქელაძის თქმით, გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას ამომრჩეველი არ იმყოფებოდა სახლში და მის ნაცვლად ხმა მისმა მეუღლემ მისცა.
“ვინაიდან დაირღვა ხმის მიცემის პროცედურა, გადასატან საარჩევნო ყუთს მიიტანენ საოლქო საარჩევნო კომისიაში და შესაბამისი კომისია იმსჯელებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობის საკითხზე”, – დასძინა მიქელაძემ.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 73
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24