პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე

29.11.18 10:00


ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხეები და გადაარჩინოს საქართველო.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას.

მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები