პოლიტიკა

შეიარაღებული თავდასხმა ოპოზიციაზე - შსს-მ ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტზე გამოძება დაიწყო

29.11.18 10:30


ლაგოდეხში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ახალგაზდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს რამდენიმე საათის წინ ესროლეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები