პოლიტიკა

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მხარი ამჯერად ვაშაძეს დაუჭირეს

29.11.18 11:30


ავღანეთში ორივე სამხედრო ბაზაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „გაერთიანებული ოპოზიციის “ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მმათრთველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე 90 ხმით მეტი მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბაგრამისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 452 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი – 362.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კი, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ავღანეთის ორივე უბანზე, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ჯამში 397 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 261 ხმა.

28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ზურაბიშვილი იგებს ხმების 59,56%-ით, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40,44% მიიღო.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები