პოლიტიკა

კალაძე: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას

29.11.18 11:45


პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას, ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტი.

„თავს უფლებას მივცემ, წინასწარ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი.

ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას, ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტი.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას სალომე ზურაბიშვილი საუკეთესოდ შეასრულებს. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.

მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს“,-აღნიშნა კალაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები