პოლიტიკა

ფრანგული ტელეარხი სალომე ზურაბიშვილზე - ფრანგი საქართველოს სათავეში

29.11.18 12:00


ფრანგი საქართველოს სათავეში, - ასე ეხმაურება ფრანგული ტელეარხი LCI საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს.

“ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კოალიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59,6% მიიღო. საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, ხოლო 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მიხეილ სააკაშვილის მთავრობას შეუერთდა. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი თქმით, 2008 წლის ომი იმიტომ დაიწყო, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა რუსულ პროვოკაციაზე წამოგებით. მისი მოწინააღმდეგები მას ქართული ენის ცუდად ფლობის გამოც აკრიტიკებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი წარმომადგენლობითია, ვინაიდან აღმასრულებელი უფლებამოსილების უმეტესი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ხელშია”, - იუწყება ტელეარხი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები