პოლიტიკა

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას“

29.11.18 13:10


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პოროშენკო განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

უკრაინის ლიდერი ზურაბიშვილს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაში წარმატებას უსურვებს.

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფაში და საზოგადოების კონსოლიდაციაში. დარწმუნებული ვარ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელებაში“, -წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები