პოლიტიკა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვს თბილისთან დიალოგის გაფართოების იმედი აქვს

29.11.18 14:00


რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის აღდგენის იმედს გამოთქვამს.

ამის შესახებ კოსაჩოვმა „ტასს“ საქართველოშო საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების კომენტირებისას განაცხადა.

კოსაჩოვმა არჩევნების შედეგს ზომიერად-პოზიტიური უწოდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ საქართველოში დაპირისპირება ქუჩის ფორმატში გაგრძელდება.

„არ ველოდები რუსეთის მიმართულებით მკვეთრ ცვლილებას. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიმედოვნებ, რომ დიალოგისთვის სივრცე, როგორც მინიმუმ შემცირდება, საუკეთესო შემთხვევაში კი, გაიზრდება. დიალოგი ორივე ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ბიზნესის და მთლიანად რეგიონის ინტერესშია“,-განაცხადა კოსაჩოვმა.

მისი თქმით, რუსეთი მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, ქვეყანაში, რომელიც „რჩება ძალიან ახლო ქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არამეგობრულია“, რადგან ქვეყნის პირველი პირის არჩევა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ამბავია.

კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ არჩევნებში ზურაბიშვილმა გამარჯვება, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერდა, ეს ქვეყნისთვის, პირველ რიგში, სტაბილურობას ნიშნავს.

„რადგან ქვეყანა პირდაპირი წესით პრეზიდენტს პირდაპირი წესით უკანასკნელად ირჩევდა და იყო მკაცრი კონფრონტაციული ბრძოლა, რომელშიც ჩაერია მიხეილ სააკაშვილი“,-განაცხადა კოსაჩოვმა.

მისი შეფასებით, სააკაშვილს პირადი ინტერესი გააჩნდა, რადგან ერთ-ერთ განცხადებაში ზურაბიშვილმა ის დაადანაშაულა იმაში, რომ მან „რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართულ სოფლებს ბომბავდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია“.

„მან ასევე ჰააგის ტრიბუნალსაც მიმართა. ასეთი ოპონენტის გაპრეზიდენტება ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნებას გადაავადებს, რაზეც ის დიდი ხანია ოცნებობს, ამიტომ სააკაშვილი არც ჩვეულ არადემოკრატიულ გზებს ერიდება და მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებს, ჯარს კი დაუმორჩილებლობისკენ“,-მიიჩნევს რუსი დეპუტატი.

„თუმცა მმართველი ძალის ოპონენტებმაც აჩვენეს ძალა. ამიტომ, პოლიტიკური გახლეჩის შეგრძნება რჩება. ქართველების ემოციურობის გათვალისწინებით კი, არ გამოვრიცხავ დაპირისპირების გაგრძელებას უკვე ქუჩის ფორმატში“,- განაცხადა კონსტანტინე კოსაჩოვმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები