პოლიტიკა

ზურაბიშვილი: ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა, ვიდრე ეს მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რამეებს მაგონებს

29.11.18 14:45


"ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდის არის, ვიდრე - ეს მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რამეებს მაგონებს“

ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს:

„როგორც იცით, ჩემი ოჯახი - ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ წინაპრები, ამიტომ ორბელიანის სასახლე ჩემთვის სრულიად მისაღებია და თუ შევხედავთ ამ სასახლეს,აქაც თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ეს მასშტაბური შენობა, რაღაც სხვა რამეებს მაგონებს ეს მასშტაბური შენობა“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები