პოლიტიკა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია: არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო

29.11.18 16:05


საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გარკვეული გადაცდომების მიუხედავად, არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო.

ამასთან, მისიის შეფასებით, არჩევნების დღეს ამომრჩევლები აქტიურად მონაწილეობდნენ და პროცესი შეფასდა დადებითად, თუმცა, შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე მონიტორინგი, რაც აძლიერებდა შეშფოთებას პოტენციურ დაშინებასთან დაკავშირებით.

„კამპანია აღინიშნებოდა უხეში რიტორიკით. გაიზარდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, რამაც პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახადა.

ამის მიუხედავად, არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, ვადები ზოგადად იყო დაცული და ცესკო მიმართავდა ძალისხმევას პირველ ტურში დაფიქსირებული პროცედურული ხარვეზები გადამზადების საშუალებით აღმოფხვრილიყო.

სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად არეგულირებს მეორე რაუნდის ძირითად ასპექტებს.

კამპანიის გაურკვეველმა რეგულაციამ, გამოიწვია არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციები და არ უზრუნველყო სამართლებრივი სიცხადე.

ამას გარდა, ბოლო შესწორებებმა არ აღმოფხვრა პრობლემური საკითხები, რომლებიც გამოვლინდა წინა ორრაუნდიან არჩევნებში და არ ითვალისწინებდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციებს მეორე ტურის მკაფიო წესების განსაზღვრების შესახებ“, – ნათქვამია დასკვნაში.

ცნობისათვის, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები შედიან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები