პოლიტიკა

"სალომე ზურაბიშვილს ვულოცავ, წარმატებას ვუსურვებ და მზად ვართ, საქმის გადაბარებაზე თანამშრომლობა დავიწყოთ" - გიორგი მარგველაშვილი

29.11.18 17:00


გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვულოცავ, წარმატებას ვუსურვებ. მინდა, ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, მზად ვართ, თანამშრომლობა დავიწყოთ როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი" - აღნიშნა საქართველოს მოქმედმა პრეზდიენტმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები