ანალიტიკა

აფხაზეთს „დამოუკიდებლობას“ ჩამოართმევენ

29.11.18 17:40


როგორც ჩანს, კრემლის მფლობელებს “დამოუკიდებელი აფხაზეთის" ძვირადღირებული ცირკი უკვე აღიზიანებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბევრი კრემლის მაღალჩინოსანი, მათ შორის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვამ თავიანთთვის ადგილები იპოვეს „დაჩაზე“.

ზოგიერთი მათგანი არ არის წინააღმდეგი აფხაზეთში საკურორტო ბიზნესი ჩამოაყალიბოს, ამასთანავე ხელთ იგდოს „დამოუკიდებელი“ სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სანატორიუმები და დასვენების სახლები.

რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინზე სომხური ლობიც ზეწოლას ახდენს. განსაკუთრებით იმ მდიდარი რუსი სომხების წარმომადგელები, რომლებმაც „საერთო ენა ვერ გამონახეს“ ფაშინიანის ახალ პროამერიკულ რეჟიმთან.

ისინი ფულს სომხეთიდან გაიტანენ ან გადახედავენ საკუთარ გეგმებს ინვესტიციებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ „ისტორიული სამშობლოს ტერიტორიაზე“, რომელიც შეიქმნა რუსეთის მიერ აზერბაიჯანულ მიწებზე, მაგრამ ამ რესურსების ჩადება სადღაც საჭიროა შემდგომი „პერსპექტივით“.

ფულის ჩადება სოჭის რაიონში (სადაც სომხები დომინირებენ) - არაეფექტურია. აქ ღირებულება უძრავ ქონებაზე აშკარად გადაჭარბებულია. ასე, რომ მათაც აინტერესებთ აფხაზური მიწები და აფხაზური უძრავი ქონება. სასურველია აფხაზების გარეშე.

ამიტომ გადაწყვიტეს სეპარატისტული რეჟიმი ფაქტის წინაშე დააყენონ - „თქვენი მიწის პატრონნი ჩვენ ვართ. ჩვენს ბრძანებებს შეასრულებთ. „დამოუკიდებლობის“ თამაშები დაივიწყეთ. იქნებით კრასნოდარის მხარის „დანამატი“ ეკონომიკურ სფეროში ჩვენი იგივე „თამაშის წესებით“. თუ არ გაუმკლავდებით - შეგცვლით სხვა მარიონეტებზე“.

ამისთვის სოხუმის მარიონეტი - რაულ ხაჯიმბა „პატრონმა“ ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ „ხალიჩაზე“ წარადგინა. ამავდროულად, რაულ ხაჯიმბას და ვლადიმერ პუტინს შეხვედრის შესახებ ოფიციალური მოხსენებებიც კი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, თუ რა ელოდება სეპარატისტულ აფხაზეთს უახლოეს მომავალში.

რუსი ლიდერი ორ ქვეყანას შორის „ურთიერთობების“ დეკლარაციულ აღწერილობაში არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა მათი განსაკუთრებული და სამოკავშირეო ხასიათი და სწრაფადვე გადავიდა ეკონომიკურ საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ ვაჭრობა იზრდება თუმცა ნელი ტემპებით.

"5% შარშან, 2% მიმდინარე წლის 9-10 თვის განმავლობაში. მართალია, ჩვენი საწარმოები იქ მუშაობენ, 300 საწარმო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ არის ", - განაცხადა პუტინმა.

მინიშნება ნათელია. „ჩვენ გაჭმევთ- სად არის უკან გაცემა, მუქთახორებო?“.

პუტინმა შეახსენა ხაჯიმბას წინა შეხვედრის შესახებ, სადაც აღინიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ „მიეცეს ბიძგი ეკონომიკის განვითარებას“.

„პუტინური ენიდან“ „საერთო გასაგებ ენაზე“ თარგმნისას ნიშნავს შემდეგს: რას აკეთებდი, რეგვენო, იმის მერე, როცა მე შენ დავალება მოგეცი?

„მე ძალიან მოხარული ვარ გხედავდეთ აქ, როცა მართლაც, არაფორმალურ გარემოში, ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რესპუბლიკის განვითარებისათვის", - განაცხადა პუტინმა „პუბლიკასთან“ ხაჯიმბასთან საუბრისას.

„პუტინურიდან“ თარგმნისას - „ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა აფხაზეთისგან, ჩევნ მოვითხოვთ არაფორმალურად - მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელება აუცილებელია და თქვენ ასევე მოგეთხოვებათ „არაფორმალურად“. ჩვენ შეგვიძლია „არაფორმალურად“ „ჩაგაძაღლოთ“ ან „დაგმარხოთ“ ბაღაფშის მსგავსად. ასე რომ, რასაც ჩვენ ვამბობთ იმას გააკეთებ. და არც კი იფიქრო ამის შესახებ ისაუბრო, რომ ეს არის რუსეთის ინიციატივა. ეს იქნება „თქვენი ინიციატივა“.

კერძოდ, საუბარია სეპარატისტული აფხაზეთის კანონმდებლობაზე, რომელიც კრძალავს მიწისა და ქონების გაყიდვას „არა აფხაზეთის მოქალაქეებზე“. ეს სასწრაფოდ შეიცვლება.

სინამდვილეში, სოხუმის მარიონეტებს სთხოვენ, სწრაფად მოახდინონ თავიანთი „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ გადაყვანა ოპერატიულ რუსულ მმართველობაზე.

თანაც მოსკოვიდან არა. პუტინმა ცოტა ხნის წინ შეამცირა საკუთარი „მუქთახორები“, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მის ადმინისტრაციაში სეპატატისტულ აფხაზეთზე და ე.წ სამხრეთ ოსეთზე. მეტწილად „მაღალი“ დონეა მეზობელი კრასნოდარის მხარის ტერიტორიის ფართობისა და მოსახლეობისთვის...

სწორედ ამ დონეზე იქნება აფხაზეთის მართვა. უფრო მეტიც, სომხები დომინირებენ კრასნოდარის მხარეში ბიზნესის მხრივ.

რას უნდა ველოდოთ ახლა?

გარდაუვალია - სეპარატისტული ძალები ძალიან სწრაფად მისცემენ უფლებას გაყიდონ უძრავი ქონება და მიწები რუსეთის მოქალაქეებზე. სხვა რა დარჩენიათ?

პუტინმა „ეკონომიკის განვითარებისა“ და „ინვესტიციების მოზიდვის“ ბრძანება გასცა. მან თქვა, რომ მას მკაცრად მოსთხოვს პასუხს მარიონეტებს და „არაფორმალურად“.

მაგრამ უძრავი ქონების საკუთრებისა და რუსეთის კანონების დომინირების გარეშე და არა ადგილობრივი კრიმინალური მარადიული „ცნებების“, არარეალურია სეპარატისტული ტერიტორიის ეკონომიკის განვითარება.

ასე, რომ, მალე აფხაზურ მიწას ახალი „ოსტატები“ ეყოლება.

ბუნებრივია, „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ ყველა ატრიბუტი ამის შემდეგ გახდება არაფრის მნიშვნელი ფიქცია.





KavkazPlus

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები