პოლიტიკა

ანა გომეში - სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს

29.11.18 18:00


სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანა გომეშმა განაცხადა.

„მიუხედავად ხისტი რიტორიკისა, რომელიც ყველას მიერ იყო გამოყენებული და მმართველი პარტიისა და მისი ოლიგარქი ლიდერის არადემოკრატიული მეთოდებისა, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა ამჯობინეს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები