პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს შეხვდა

30.11.18 10:45


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს, იულია სოტიეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ფრანგი დიპლომატის ინიციატივით გაიმართა, ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის გამოცხადებული მხარდაჭერის გამო.

„მინდა გამოვეხმაურო საფრანგეთის საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებას, სადაც თქვენი მთავრობა მზადყოფნას აცხადებს, ითანამშრომლოს საქართველოს მომავალ პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ასევე საფრანგეთის დახმარების მნიშვნელობას საქართველოსთვის ეკონომიკის, განათლებისა და სხვა სექტორების მიმართულებით, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ მხარეს.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსის სახით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) 105 მილიონი ლარია მობილიზებული. AFD-იმ მხარდაჭერა აღგვითქვა საპენსიო რეფორმის განხორციელებაში, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ბიზნესგარემო, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა აქტუალური საკითხები.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები