პოლიტიკა

ეუთო: საჩივრების განხილვის პროცესი მოკლებული იყო მათი შინაარსის სათანადო განხილვას

30.11.18 11:30


ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების II ტური შეაფასა.

ორგანიზაციის კრიტიკის საგანი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცესკოში შესული საჩივრების განხილვის პროცესი გახდა.

ეუთო წერს, რომ ეს პროცესი "მოკლებული იყო მათი შინაარსის/არგუმენტაციის სათანადო განხილვას, კომისიები კანონის ძალიან ვიწრო ან არაერთგვაროვან განმარტებებს იყენებდნენ, რამაც უარყოფითი ზეგავლენა იქონია სამართლიანი დაცვის ეფექტიან საშუალების უფლების უზრუნველყოფაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკასთან".

ორგანიზაციამ ეს დასკვნა რამდენიმე ფაქტორის გაანალიზებით და დაკვირვებით გამოიტანა. მათ შორის:

"28 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 669 საჩივარი შევიდა, რომელთა უმეტესობაც ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირებული პროცედურული დარღვევებსა და შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და მათი შევსების გზებს შეეხებოდა 37.

137 შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, დაახლოებით 320 საჩივარი არ დაკმაყოფილდა საფუძვლის ნაკლებობის გამო.

სულ 162 საჩივარს ეთქვა უარი პროცედურულ საფუძველზე, როგორიც არის: გასაჩივრების უფლების არქონა, საჩივრის სხვა ორგანოსთვის/უწყებისთვის ჩაბარება ან ვადის დარღვევა. ამ შემთხვევებმა ცხადყო, რომ მომჩივანთა უმეტესობა სრულყოფილად არ იცნობს საჩივრების მომზადების პროცედურებს".





წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები