ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი 132 % გაიზარდა

04.12.18 13:30


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი 132 % გაიზარდა.

2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბრის თვეში 47, 868 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი - 20,591 მგზავრი).

რაც შეეხება ზრდას შესრულებული რეისების მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 178 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 85 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი - 96 რეისი).

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია (2017 წელი 11 თვე - 380, 552 მგზავრი).

რაც შეეხება შესრულებულ რეისებს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში 1,969 რეისი განხორციელდა, რაც 29 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე ( 2017 წლის 11 თვე -1,529 რეისი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი წლის ბოლომდე პოზიტიურია.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები