ეკონომიკა

საპენსიო სააგენტო საქართველოს 3,8 მილიონი ლარი დაუჯდება

04.12.18 15:45


პარლამენტისთვის წარდგენილი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება, რომელიც საქართველოში 2019 წელს გაიხსნება, 3,8 მილიონი ლარს შეადგენს.

თავდაპირველად სააგენტოს დაფინანსება 1 მლნ ლარის ოდენობით იგეგმებოდა.

საპენსიო სააგენტო აღრიცხავს ყველა მომავალ პენსიონერს. ისინი უნდა ჩართონ დაგროვებითი პენსიის სისტემაში და თითოეულისთვის ანგარიში უნდა გაიხსნას.

საპენსიო სააგენტოში იმუშავებს საინვესტიციო საბჭო ხუთი ადამიანის შემადგენლობით. საბჭო პასუხისმგებელი იქნება საპენსიო ფონდში სახსრების მიმოქცევაზე და ასევე იმაზე, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანმა მისთვის განკუთვნილი თანხა მიიღოს,
ახალი სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ახალი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. მასში ჩართვას შეძლებენ 60 წლამდე მამაკაცები და 55 წლამდე ქალები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან, როგორც გადასახადების გადამხდელები. ეს სისტემა სავალდებულო იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც 40 წლამდე ასაკისაა.

დაგროვებითი პენსიის სქემა მარტივია: ხელფასის 2%-ს გადაიხდის დასაქმებული, 2%-ს - დამსაქმებელი, ხოლო სახელმწიფოს შენატანი დასაქმებულის წლიურ შემოსავალზე იქნება დამოკიდებული - 2% წლიური 24 ათასზე ნაკლები შემოსავლის დროს, 1% - 24-დან 60 ათასამდე შემოსავლებისას. წლიური 60 ათასზე მეტი შემოსავლების შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები