ეკონომიკა

ირანი, საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ

14.07.16 21:50


ირანი, საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნას აპირებენ, რომელიც ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას დააკავშირებს.

ამის შესახებ სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს მაღალჩინოსანმა დავიდ მელკონიანმა სომხურ გამოცემა „news.am“-ს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 14-15 ივლისს შესაბამისი პროექტის დეტალებზე განსახილველად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ირანის, საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.

მისი ინფორმაციით, პროექტის პირველი განხილვა დაახლოებით თვენახევრის წინ, თეირანში გაიმართა.

ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის პროექტის არსებობას ადასტურებს გავლენიანი გამოცემა Huffington Post-იც, რომლის თანახმად, ირანს სურს გახდეს სავაჭრო ჰაბი ევროპასა და ცენტრალური აზიისთვის და სწორედ ამ მიზნით ქმნის ახალ სატრანსპორტო კორიდორს.

რამდენიმე დღის წინ, ირანში ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა ბოიკო ბორისოვმა დაადასტურა, რომ ბულგარეთი მზად არის, აღნიშნულ პროექტს შეურთდეს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები