საზოგადოება

კომისიამ 5 მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო

07.12.18 13:15


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5 მაუწყებელი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

კერძოდ, ეს მაუწყებლებია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „ტელეიმედი“, „იბერია TV“ და „ტელეკომპანია კავკასია“

"კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა კანონდარღვევით განათავსეს, კერძოდ მათ დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი და ეთერში არასათანადო/არაეთიკური რეკლამა გაუშვეს.

„ტელეკომპანია კავკასიამ“ და „ტელეიმედმა“ეთერში განათავსეს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევის ხელისშეშლას ემსახურებოდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და „იბერია TV”-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელისშეშლას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ბადეში კი ორივე ვიდეო რგოლი განთავსდა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველიპუნქტის თანახმად, მაუწყებელი როგორც რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულიაუზრუნველყოს მის ეთერში გასული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთანშესაბამისობა. ხოლო ამავე კანონის 63-ე მუხლისმე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბირეკლამის განთავსება.

მსჯელობის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლები წარმოადგენს არასათანადო, კერძოდ არაეთიკურ რეკლამებსდა მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსებაეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

თუმცა, საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევისპრევენციის ხელშეწყობის მიზნით, მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგანგაანთავისუფლა",-აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები