პოლიტიკა

პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გასცემენ

07.12.18 16:40


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ.

"10 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში. სრულწლოვანი შშმ პირებისათვის, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენისას, ელექტრონული პირადობების და ბიომეტრიული პასპორტის მიღება იქნება უფასო" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე ინფორმაციით, მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები