პოლიტიკა

ეპილეფსიით და პარკინსონითა დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება

07.12.18 17:20


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ეპილეფსიით და პარკინსონითა დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიკამენტებით საერთოდ, უფასოდ უზრუნველყოფა მოვახდინოთ. შარშანდელიდან, სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს იღებენ მაქსიმუმ 1 ლარად. სექტემბრიდან ეს პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერები და შშმ პირები არიან ჩართულები.

მათ საშუალება აქვთ მედიკამენტები საბაზრო ფასის მაქსიმუმ ნახევრად შეიძინონ. მედიკამენტების ჩამონათვალიც 23-დან 35-მდე გაიზრდება.

დაემატება ყველაზე გავრცელებული დაავადებების - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც კომბინირებულია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაემატება ისეთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება. ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტების მინიმუმ 60 დასახელებებზე ავიდეთ" - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცადებით, მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ 35 მედიკამენტით ისარგებლებს, თუმცა შემდგომ ეტაპებზე მისი 60 მედიკამენტამდე გაზრდა იგეგმება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები