პოლიტიკა

გიგი წერეთელი - პარადოქსია, რომ ეუთო არ არის წარმოდგენილი სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას ყველაზე დიდი სარგებელი ექნებოდა

07.12.18 18:00


ევროპული საქართველოს წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი მილანში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა ეხებოდა ასამბლეის გაძლიერებას, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, რუსულ აგრესიასა, ეუთოს დახურულ მისიებს კავკასიაში. გიგი წერეთელის განცხადებით, პარადოქსია, რომ ეუთო არ არის წარმოდგენილი სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მის მხარდაჭერას ყველაზე დიდი სარგებელი ექნებოდა, მაგალითად კავკასიაში.

„ამ რეგიონში ვითარება არ გაუმჯობესებულა. არ არსებობს რაიმე პროგრესი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა თუ მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ამ საკითხს და გამონახოთ პოლიტიკური ნება, რომ ეუთოს მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს თავისი საქმიანობა იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მაღალია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები