პოლიტიკა

მომწამვლელი ნივთიერება საქართველოდან აშშ-ში - ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართულ სუნელებში ტყვიას მიაგნეს

10.12.18 10:00


ნიუ-იორკში ადამიანის მომწამვლელ ტყვიას დიდი ხანია წარმატებით ებრძვიან. ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ტყვიის შემცველი ძველი საღებავი, რომელიც ბევრ საცხოვრებელ სახლშია შემორჩენილი. ყველა მცირეწლოვანი ბავშვისთვის რეგულარული სისხლის ანალიზები სავალდებულოა. სწორედ გეგმიური შემოწმებებით მიაგნეს ტყვიას ქართულ სუნელებში ამერიკელმა სპეციალისტებმა.

ჩამონათვალში მოხვდა ყვითელი ყვავილი, სვანური მარილი, ხმელი სუნელი, ცხარე წიწაკა, აჯიკა და საცივის სუნელი. მაგრამ დასადგენია, სად იყო შეძენილი ის სუნელები, რომლებშიც ტყვია იპოვეს.

ერთ-ერთმა პირველმა განგაში ექიმმა მაიკლ ჰანანმა ატეხა. ის ადრე საქართველოში ცხოვრობდა და ქართული კარგად იცის. ნიუ-იორკში, მისი თქმით, ათასამდე ქართველი ბავშვის ექიმია. ექიმი ჰანანის პაციენტი იყო ის ქართველი ბავშვი რომლის სისხლის ანალიზსაც სუნელების კვლევა მოჰყვა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ექსპერტი პარომიტა ჰორი ამბობს, რომ ქართულ სუნელებს რეგულარულად ამოწმებენ.

ცნობილია, რომ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის ერთ-ერთ საწარმოში აღმოაჩინა, რომ ცხარე წიწაკის დამზადებისას მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო საღებავს სუდან-1-ს იყენებდა.

მეცნიერი, რობერტა ვაითი ამბობს, რომ თუ ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ხანგრძლივად მაღალია, მაშინ ის ძვლებში გადაინაცვლებს.

საქართველოში კი ამ საკითხის კვლევა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, რომ დადგინდეს, რა არის ტყვიის მთავარი წყარო. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში ჰაერში ტყვია ვერ იპოვეს, ნავთობის იმპორტიორები ამტკიცებენ, რომ საქართველოში არც ტყვიის შემცველი საწვავი შემოდის.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები