საზოგადოება

ილია მეორე: შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი

10.12.18 10:30


ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვდება პრეზიდენტის ინაუგურაციას, როდესაც ქვეყნის მთავარსარდლად პირველად აირჩიეს ქალი, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილებების დასასრულს უახლოვდება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს კახეთში გაიმართება.

„მომავალ კვირას არის ინაუგურაცია პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალბატონი არის არჩეული პრეზიდენტად… ჩვენმა ერმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა. ეს ძალიან საწყენია. ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? ისევ ჩვენი ნაკლია. ერთი ხმითაც მეტი რომ იყოს, უკვე ადამიანი გამარჯვებულია არჩევნების დროს", - ბრძანა პატრიარქმა.

მან თხოვნით მიმართა მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

ამასთან, ილია მეორემ რწმენა გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი იმდენად არ დაეცემა, რომ შური იძიოს, ან ერთმანეთს რაიმე ცუდი გაუკეთესო.

თითოეულ ადამიანში სიყვარული და სიკეთე უნდა სუფევდეს, აღნიშნა ილია მეორემ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები