პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - ჩემს მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა

10.12.18 11:00


ჩემს მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კურიერის“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე სკანდალური შეწყალების გამოცხადებას აპირებდა, სიძის დაკავებით დააშანტაჟეს და მინდია გოგოჭურის თავისუფლება გიორგი მარგველაშვილის დუმილში გაცვალეს.

ჟურნალისტის კითხვაზე,თუ თვლის, რომ ჩუმად იყო, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ "გემოვნების საკითხია, თუ ვინ როგორ ხედავს ამ საკითხს".

„მინდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ არანაირი მცდელობა შანტაჟის ჩემს მიმართ და, ბუნებრივია, არანაირი გარიგებაც ამ მიმართულებით არ ყოფილა. ასე ვთქვათ, გემოვნების საკითხია, თუ ვინ როგორ ხედავს ამ საკითხს. მე ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე, რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომენტარი და შეფასება მქონდა გაკეთებული, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, მინდა იცოდეს საზოგადოებამ - არანაირი მცდელობა იმის, რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა არ ყოფილა და არც არანაირი გარიგება არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები