მსოფლიო

ფაშინიანის ბლოკმა არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო

10.12.18 11:15


სომხეთის ცესკომ ბიულეტენების 99% უკვე დათვალა და გამარჯვება დიდი სხვაობით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩვენი ნაბიჯი“ მოიპოვა.

სომხეთის ცესკოს მონაცემით, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ხმების 70,44% მიიღო; „აყვავებადმა სომხეთმა“ – 8,27%; „განათლებულმა სომხეთმა“ – 6,37%; რესპუბლიკურმა პარტიამ - 4,70% მოიპოვა; „დაშნაკცუტუნმა“ - 3,89%;

სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის ეროვნულ საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა 5%-ანი ბარიერი უნდა გადალახონ, ბლოკებმა კი 7%-ანი.

მიღებული შედეგის მიხედვით კი, რესპუბლიკური პარტია პარლამენტს მიღმა რჩება.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა.

ქვეყნის ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48,63% შეადგინა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები