პოლიტიკა
10.12.18 13:30
მწვავე საკადრო დეფიციტის გამო არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სპეციალური პენიტენციური სამსახური საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს.
"იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ბადრაგთა მცირერიცხოვნობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსი ცხადდება როგორც ბადრაგებზე, ისე საბადრაგო სამმართველოს მძღოლებისა და სასამართლო სხდომის ბადრაგის (ყარაულის) პოზიციაზე.
პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე, მის გარეთ მართლმსაჯულების სტრუქტურებთან ურთიერთობისას არსებული პრობლემების ანალიზმა აჩვენა, რომ სასამართლო პროცესები ხშირად პენიტენციური სისტემის გამო ვერ ტარდება. არსებული მწირი საკადრო და ტექნიკური (ბადრაგის სპეციალური მანქანები) რესურსის პირობებში, სასამართლოების მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება და ვერ ხერხდება ან გვიანდება პროცესებზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიყვანა. მაგალითად, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საბადრაგო სამმართველოს სხვადასხვა მიმართულებით დღეში, საშუალოდ, 200 დან 220-მდე პატიმარი გადაჰყავს. 2018 წლის განმავლობაში, არასაკმარისი სატრანსპორტო საშუალებების და ადამიანური რესურსის გამო საბადრაგო სამმართველოს მიერ საშუალოდ დღეში 10-15 პატიმარი ვერ იქნა სასამართლოებში გადაყვანილი. სასამართლო სისტემას დღეს მხოლოდ 63 ბადრაგი ემსახურება.
ასევე, პრობლემურია, საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაყვანა სამოქალაქო კლინიკებში და იქ სადღეღამისო მორიგეობა. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საავადმყოფოებში განთავსებულია 10 პატიმარი, მათ დაცვას უზრუნველყოფს საბადრაგო სამმართველოს თბილისის I და II განყოფილების 30 თანამშრომელი.
აღნიშნულ ორ განყოფილებას სამოქალაქო საავადმყოფოებში სტაციონარულად განთავსებული პატიმრის სამეთვალყურეოდ დღეისათვის სულ 121 თანამშრომელი ჰყავს. შესაბამისად, თუკი სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა მეტ პატიმარს ესაჭიროება, მწვავე საკადრო დეფიციტია.
2018 წლის ნოემბერში საბადრაგო სამმართველომ პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა მიმართულებით 4268 პატიმარი გადაიყვანა, აქედან სასამართლოებში − 3266, ხოლო სამედიცინო და სხვა მიმართულებებით − 1002.
ამასთან, მწირია იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, რომლითაც საბადრაგო სამმართველოს დავალებების შესრულება უწევს. დღეის მდგომარეობით, საბადრაგო სამმართველოს სულ ჰყავს 53 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, აქედან სარემონტო სამუშაოებზეა 19 სპეციალური ავტომობილი, რაც, ცხადია, ასევე, აფერხებს საბადრაგო სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქარხნულად დამზადებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესასყიდად სახსრები გამოინახა და სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა. ამ სატრანსპორტო საშუალებებით უნდა მოხდეს მომავალი წლიდან კუსტარულად დამზადებული საბადრაგო ტრანსპორტის ჩანაცვლება.
შესაბამისად, მდგომაროების გამოსწორების მიზნით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე დროულად გადაყვანის უზრუნველყოფისა და სასამართლოს მუშაობის ხელშესაწყობად 102 ვაკანსიიდან 68 ვაკანსია ცხადდება იმ ბადრაგებზე (ყარაულებზე), რომლებიც ძირითადად თბილისის საქალაქო სამმართველოში იმუშავებენ.
ბადრაგების დანიშნულება იქნება, დროულად გაიყვანონ ბრალდებული/მსჯავრდებული საპატიმრო საკნიდან სასამართლო დარბაზში, ხელი შეუწყონ სასამართლოს შეუფერხებლად წარმართვას და პროცესის დასრულებისთანავე პატიმარი სასამართლო შენობაში არსებულ საკანში დააბრუნონ; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პატიმართა სამოქალაქო კლინიკებში მკურნალობის მიზნით, დროულად გაყვანისა და იქ მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით, სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა, რითაც საბადრაგო სამსახურში არსებული საკადრო დეფიციტი შეივსება.
საბადრაგო სამმართველოს 85 სხვადასხვა ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ბადრაგებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური ფორმით, რომლის შეძენის პროცედურებიც ამჟამად მიმდინარეობს, და, 24-საათიანი მუშაობის შემთხვევაში, კვებით.
საკონკურსო განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ და შეავსოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
− სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მესამე განყოფილების ყარაული (68 პოზიცია) – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/53017?active=1
− სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მესამე განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი) (3 პოზიცია) – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/53013?active=1
− სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი) (3 პოზიცია) – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/53014?active=1
− სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ინსპექტორი (გუშაგი-მძღოლი) (3 პოზიცია) − /www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks
− სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი" - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24