ეკონომიკა

საქართველოში პური გაძვირდა

10.12.18 14:00


საქართველოში პური გაძვირდა. სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

„ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას. საბოლოო ჯამში, პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა“, – განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

პურის გაძვირდა „იფქლიშიც“. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მათივე თქმით, ეს ფასის ის მინიმალური კორექტირებაა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები