პოლიტიკა

სესხების ჩამოწერის ვებგვერდი დღეს ამოქმედდება – პრემიერი

10.12.18 14:30


პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს, 10 დეკემბერს ამოქმედდება. პრემიერი განმარტავს, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები გრძელდება და ამ ვებგვერდზე არსებულ ბაზას ყოველდღიურად დაემატებიან ადამიანები.

“მე განვაცხადე რომ წლის ბოლომდე მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეები ამოღება ე.წ შავი სიიდან. დღეს საღამოს 6 საათზე გაეშვება ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირებას შეძლებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლები,”-აცხადებს ბახტაძე.

ბატაძეს ბრიფინგზე ვებგვერდის მისამართი არ დაუსახელებია.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად. სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

19 ნოემბერს ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები