ეკონომიკა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი კლების ტენდენციას ინარჩუნებს

10.12.18 14:45


FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ნოემბრის თვეშიც შემცირდა.

FAO-ს ინფორმაციით, ფასების შემცირება, ერთი მხრივ, გამოწვეულია სასურსათო პროდუქციის მდიდარი მარაგებით, მეორე მხრივ კი, პალმის და მცენარეული ზეთის ფასების მნიშვნელოვანი კლებით.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.

ბოლო თორმეტი წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს მცენარეული ზეთის ფასმაც. იგი ოქტომბერის თვესთან შედარებით 5.7%-ითაა შემცირებული. კლების მთავარ მიზეზეს სოიოსა და მზესუმზირის ზეთის მდიდარი მარაგები განაპირობებს.

შემცირებულია FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც, რომელიც ხორბალს, ბურღულეულსა და ბრინჯს მოიცავს. ფასების 1.1%-თ შემცირება, აღნიშნული კულტურების უხვი მარაგითა და ასევე, სიმინდსა და ბრინჯის ახალ მოსავალზე გაზრდილი კონკურენციითაა გამოწვეული.

უკვე მეექვსე თვეა უწყვეტად იკლებს FAO-ს რძის ფასის ინდექსიც, რომელიც ოქტომბრის თვის მერე 3.3%-თაა დაკლებული. ახალი ზელანდიიდან რძის და რძის პროდუქტების გაზრდილმა მიწოდებამ, ფასები შეამცირა: კარაქზე, ყველზე და რძის ფხვნილზე.

ოდნავაა შემცირებული FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რომელშიც ერთადერთი გამონაკლისი საქონლის ხორცის გაზრდილი ფასია.

სასურსათო კალათის პროდუქციის კლებად ტრენდში ერთადერთ გამონაკლისს შაქრის ფასი წარმოადგენს, რომელიც 4.4%-ითაა გაზრდილი ოქტომბრის პერიოდთან შედარებით. შაქრის ფასის ზრდა ბრაზილიიდან პროდუქტის მიწოდების შემცირებით იყო გამოწვეული.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები