პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - უმთავრესი პრიორიტეტია, რომ სიღარიბე, როგორც ჩვენი ერისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, დავძლიოთ

10.12.18 15:15


ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ჩვენი ერისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, იქნეს დაძლეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ფონდი „ქართუს“ მიერ ე.წ. შავ სიაში შესული პირებისთვის ვალების ჩამოწერა, მათ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის საშუალებას მისცემს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, თუ რა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ სიღარიბე, როგორც ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ერისთვის, იქნეს დაძლეული. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ჩვენი ინიციატივები აგებულია სწორედ იმაზე, რომ ამ მიზანს ერთობლივად მივაღწიოთ.

დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტი ჩვენს მოქალქეებს ვალის ტვირთს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს და მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები