პოლიტიკა

„ინაუგურაცია არ იქნება პომპეზური“ - მამუკა ბახტაძე

10.12.18 16:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურუბაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა. ბახტაძის განცხადებით, ღონისძიება პომპეზური არ იქნება. პრემიერი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს:

“ბუნებრივია, ნებისმიერი რეგლამენტი უნდა იყოს თავსებადი კონსტიტუციასთან, საქართველოს აქვს ახალი კონსტიტუცია და ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას. რაც შეეხება უშუალოდ ინაუგურაციის დღეს და მიდგომებს, ბუნებრივია ჩვენ ველოდებით ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. კონკრეტულ გვარებს და სახელებს ისევ კომისია მოგაწვდით. რაც შეეხება უშუალოდ ამ ღონისძიებას, ბუნებრივია ის არ იქნება პომპეზური და მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთ ღონისძიება უნდა პასუხობდეს იმას, რომ საქართველოს აქვს მცირე ეკონომიკა და ნებისმიერი ასეთ ღონისძიება უნდა დაიგეგმოს ამ ფილოსოფიით,“-განაცხადა პრემიერმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები