პოლიტიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა

10.12.18 17:20


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ მინისტრმა მოაწერა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2016-2018 წ.წ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.

2014-2015 წ.წ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

2012-2013 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამმართველოს უფროსი; 2013-2014წწ. დეპარტამენტის დირექტორი;

2011-2012წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;

1996-1999 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი; 1999-2001 წწ. ცვლის უფროსი;

2001-2010 წწ. განყოფილების უფროსის მოადგილე; 2010 წელს განყოფილების უფროსი.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები