პოლიტიკა

პურის გაძვირებაში ექსპერტები მთავრობას ადანაშაულებენ

11.12.18 10:15


რამ გამოიწვია პურის გაძვირება? - ექსპერტები ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ. სპეციალისტები ერთ-ერთ მიზეზად ფინანსთა სამინისტროს იმ ინიციატივას ასახლებენ, რომლის მიხედვითაც ხორბლის შემოტანაზე შეზღუდვები წესდება. (საქართველოში ხორბლის შემოტანა სახმელეთო გზით აღარ უნდა იყოს დაშვებული).

ანალიტიკოსები პრემიერი მინისტრის დავალებას და კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურებიან, მოხდეს ფასის მატების მიზეზების შესწავლა და მას არასერიოზულს უწოდებენ.

„ყველაფერ ამას თუ დავაჯამებთ არ უნდა გაგიკვირდეს,რ ომ ფასები ხორბალზე და ხორბლის პროდუქტებზე და პურზე რაც მთავარია ცოტა გაიზარდოს, რეგულირებების შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ.

მთავრობის ინიციატივა, რომ ისინი გამოიკვლევენ ჩაერევიან და გაარკვევენ რა არის დანაშაული და ხომ არ არის კონკრეტული ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი დამნაშავე
ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია, “- ამბობს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.

სპეციალისტები მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ.

„სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს პროდუქტების ჭრილში ინფლაციას და პურისთვის საკმაოდ მაღალი 5% ინფლაცია იყო დაფიქსირებული ნოემბრის თვეში. ვერანაირი მექანიზმით ვერ მოხდება მისი დაჭერა უფრო დაბალ ნიშნულზე. უფრო დაბალ ნიშნულზე დაჭერა ნიშნავს, რომ პურის ხარისხი დაეცემა, დაეცემა წონა,“-ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები