ეკონომიკა

საქართველოში ინვესტიციებმა იკლო: პრემიერმა მიზეზი დაასახელა

11.12.18 14:00


ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 2018 წლის მესამე კვარტალში თითქმის 50% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარტივი იურიდიული მომენტი უწოდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციები მესამე კვარტალში 48,2%-ით შემცირდა 2017 წლის ივლისი-სექტემბრის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 322,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიესალმება რაც შეიძლება მეტი კომპანიის უცხოური რეზიდენტობიდან ქართული სამართლის სფეროში გადმოსვლას.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების მკვეთრი შემცირების კიდევ ერთი მიზეზი დაასახელეს – დასრულდა მაგისტრალური გაზსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაფართოების პროექტის მშენებლობის ფაზა, რომელსაც უცხოელი ინვესტორების კონსორციუმი ახორციელებდა.

ყველაზე მეტი ინვესტიცია ივლისი-სექტემბრის პერიოდში შემოვიდა ნიდერლანდებიდან, კორეიდან და აზერბაიჯანიდან. დარგებიდან ლიდერობენ გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ენერგეტიკა.

ასევე შემცირდა სამი კვარტლის მაჩვენებელი – საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში შემოვიდა 998,7 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 27,2%-ით ნაკლებია.

ქურთუკების ჩინური ფაბრიკა საქართველოში 2019 წელს აშენდება.

საქართველოში ცხრა თვეში ყველაზე დიდი ინვესტორები იყვნენ აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და აშშ; ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებში, ასევე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები