პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ქალთა შრომითი უფლებების დაცვის და რეალიზებისთვის

11.12.18 14:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე -„ქალი, შრომა, უფლებები“ სიტყვით გამოვიდა.

"ქალბატონები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. და რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური დასაქმება დამათი შრომითი უფლებების დაცვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ საკითხებზე”,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, შრომითი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა ერთნაირად პრიორიტეტული საკითხებია. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლისიუბილისა და ადამიანის უფლებათა კვირეულის აღნიშვნით, კიდევ ერთხელ ხდება დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებისმუდმივი გაუმჯობესება საქართველოში.

“სამწუხაროდ, ჩვენთან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმთავითვე ვერ ამოქმედდა, გამომდინარე საბჭოთა რეჟიმიდან, რომლის პირობებშიც არ იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა, თუმცა, 90-იანი წლებიდანჩვენთვისაც არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია სახელმძღვანელო დოკუმენტი და თანდათანობით ვითარდება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და ამ კუთხით პარლამენტს, ბუნებრივია, განსაკუთრებულიროლი ეკისრება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებებისა და შრომითი უფლებების დაცვა ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა და მმართველმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ მიმართულებით აქტიურიმუშაობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს აისახა საკონსტიტუციო რეფორმაშიც, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დონეზე გაუმჯობესდა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შრომით უფლებებთან, მათ შორის შრომითიუსაფრთხოების დაცვასთან და სპეციალური ახალი ნორმა გაჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მოცემული გარანტიები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არსებითი თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორისდა იქ საუბარია დროებით ზომებზეც, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ასეთი არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სფეროში. საუბარია, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკის სფეროზე, ასევე,საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 90-იანი წლებიდან, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ცნობიერების კუთხით, საქართველოში თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობაიყო, თუმცა, ვითარება იცვლება. პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვაქვს მუდმივი პროგრესი და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების დამსახურება პირველ რიგში, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევისდა მხარდაჭერის გარეშე.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პროდუქტული იყო მათი მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გაუმჯობესდა ცნობიერება საზოგადოების გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ქალთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცააქ კიდე მეტია სამუშაო იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენ მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა ჩართულობის გაუმჯობესებასთან, ცნობიერების გაუმჯობესებასთან, გენდერული თანასწორობისკუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევასთან.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საბჭოს მიმართ. გამოვხატავ მადლიერებას, რა თქმა უნდა, ქალბატონი სოფო კილაძის მიმართ, რომელიც არის წამყვანიკომიტეტის თავმჯდომარე ამ მიმართულებით და ასევე, მადლიერებას გამოვხატავ ბატონი დიმიტრი ცქიტიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი და რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობსშრომითი უსაფრთხოების საკითხებს და ზოგადად, შრომითი უფლებების საკითხებს საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ასევე, ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც შრომით ბაზარზე გენდერული თანასწორობის უკეთ უზრუნველყოფასითვალისწინებს.

„ეს კანონპროექტი კონკრეტულ ასპექტებს მოიცავს. საუბარია ქმედით ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ამმიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, როგორც გენდერული თანასწორობის, ასევე, შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, რჩება გამოწვევები, რომელსაც როგორც სუბიექტური, ისე, ობიექტური ფაქტორები განაპირობებს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და რეალიზებისთვის.

„ეკონომიკის მდგომარეობა, ბუნებრივია, უფრო მოწყვლადს ხდის ჩვენს საზოგადოებას შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული შრომითიუფლებები ჩვენს საზოგადოებაში.

განსაკუთრებით, ქალბატონებისათვის, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალბატონები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი მათი კიდევ უფრო აქტიური ჩართულობასაზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი მათი კიდევ უფრო აქტიური დასაქმება და მათი შრომითი უფლებების დაცვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ საკითხებზე. პარლამენტი ყველაფერსგააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ქალთა შრომითი უფლებების როგორც დაცვა, ასევე რეალიზება. ამის პირობა კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ თქვენს წინაშე”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტისთავმჯდომარემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები