პოლიტიკა

იუსტიციის სახლთან “მარშის” და სხვების აქცია გრძელდება

11.12.18 14:45


იუსტიციის სახლთან “ქართული მარშის” და მისი თანამოაზრე ორგანიზაციების აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კონსტანტინე მორგოშიას თქმით, ისინი პარასკევამდე აპირებენ ყოველდღიურად იუსტიციის სახლთან აქციების გამართვას. იუსტიციის სახლთან ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება.

დილიდან აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლით საუბრობდნენ და საყვირებით ხმაურობდნენ.

ადგილზე მობილიზებულია ათზე მეტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

სამართალდამცველები კორდონით მოქალაქეების იუსტიციის სახლში უსაფრთხოდ შესვლას უზრუნველყოფენ. გახსნილია შენობის მთავარი შესასვლელიც, სადაც პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები