პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის მისაწვევი მიიღო - უცნობია დაესწრება თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ცერემონიალს

11.12.18 15:15


დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის იანუგურაციას - მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი ანა ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა მარგველაშვილი ზურაბიშვილის ინაუგურაციას:

„ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რაზეც უნდა დაშენდეს ძალაუფლებების ცივილიზებულად გადაბარების ტრადიცია და კულტურა. რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, მან მოწვევა მიიღო. პროტოკოლის სამსახური მუშაობს კონკრეტულ საკითხებზე და როცა ეს დეტალები გადაწყდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის დასწრებისა და კონკრეტული ფუნქციის შესახებ. როგორც ხედავთ, პრეზიდენტი ისევე, როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში, მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი გემოვნებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პროტოკოლებს შორის მიმდინარე მუშაობა, იმედია, იქნება კონსტრუქციული და სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მივლენ. იმედია, ორივე მხარე სასარგებლო ინფორმაციამდე მივა და ამის შემდეგ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განწყობა მუდმივად იყო და ახლაც არის, რომ ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალი პასუხისმგებლობა ავალდებულებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ დეტალებზე კონსტრუქციული შეთანხმება მოხდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები