მსოფლიო

თურქეთი შავ ზღვაში მეცხრე სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს

11.12.18 15:50


თურქეთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მეცხრე სამხედრო-საზღვაო ბაზას ქმნის, წერს თურქული გაზეთი Milliyet-ი.

ახალი სამხედრო ბაზა ქალაქ ტრაპიზონიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ჩამბურნის პორტში აშენდება. გაზეთის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების უკვე დაწყებულია.

წინასწარი მონაცემებით, ახალ სამხედრო ბაზაზე 400 ჯარისკაცი იმსახურებს, ასევე 200 სამოქალაქო პირი იმუშავებს.

Milliyet-ი აღნიშნავს, რომ ახალი ბაზა იმ თურქული გემების პორტი იქნება, რომლებიც შავი ზღვის აღმოსავლეთის ნაწილს პატრულირებენ და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნლეოვან როლს შეასრულებს.

ბაზის მშენებლობის გადაწყვეტილება ანკარამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტამდე იყო მიღებული, თუმცა 25 ნოემბრის შემდეგ ბაზის აშენების აქტუალურობა გაიზარდა.

პროვინცია ტრაპიზონი ესაზღვრება ისეთ თურქულ პროვინციებს როგორებიც არის გირესუნი, გუმუშჰანე, ბაიბურთი და რიზე.

გარდა ამისა, ტრაპიზონი შავ ზღვაში რუსეთის ტერიტორიულ წყლებს ესაზღვრება.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები