საზოგადოება

საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა

11.12.18 16:45


საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, რომ გრიპის ვირუსი ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულია. ლაბორატორიულად დადასტურებული დაახლოებით 10 შემთხვევა უკვე გვაქვს. მოსახლეობას ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაიცვას - აცრა არის ყველაზე უკეთესი პრევენციული ღონისძიება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის განიავება და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ოჯახის ექიმისთვის მიმართვა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები