პოლიტიკა
11.12.18 17:20
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) პროგრამის მენეჯერს ვაშინგტონის ოფისიდან დავრონ მირსაგატოვს, აშშ საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსს ჯეფ რენოს და ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისის დირექტორს ტიმ ბლაუველტს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და საკანონმდებლო ორგანოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტის აპარატის წევრების გადამზადების მიზნით.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მანვე ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნებს და პარლამენტის ახალ მანდატით აღჭურვას, როგორც საზედამხედველო ორგანოსი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მთავრობის საქმიანობას. აქ ძალიან დიდია პარლამენტის თანამშრომლების როლი, რისთვისაც მნიშვნელოვანია მათი გადამზადება და პროფესიული განვითარება, იმისათვის რომ პარლამენტმა სრულფასოვნად შეასრულოს ერთ-ერთი მთავარი, საზედამხედველო ორგანოს ფუნქცია.
შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის ახალი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოების ჩართულობა, ასევე აშშ კონგრესის კვლევითი ცენტრის გამოცდილების გაზიარება, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას გვთავაზობს.
ამერიკული საბჭოების აშშ ოფისის პროგრამის მენეჯერმა გამოხატა PFP პროგრამის გაფართოების შესახებ ინტერესი და მასში პარლამენტის თანამშრომელთა მეტი ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება, იმისათვის რომ მათ მიეცეთ საშუალება პრაქტიკა გაიარონ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში და ადგილზე გაეცნონ სამუშაო პროცესს.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრების მხრიდან გამოითქვა მჭიდრო თანმშრომლობის სურვილი. განხილულ იქნა პროგრამის დაფინანსების რამდენიმე სცენარი და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობის შესაძლო გზები.
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24