პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი თბილისს ეწვევა

11.12.18 17:40


ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 12 დეკემბერს თბილისს ვიზიტით ეწვევა.

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

ჯეიმს აპატურაი ასევე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები