საზოგადოება

ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძესა და დავით იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

18.12.18 16:15


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვიით და და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით და 2 წლითა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით აეკრძალა თანადებობის დაკავების უფლება.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები