მსოფლიო

საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

15.07.16 18:15


ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამცხადდა. ეროვნული გლოვა 16 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტერორიზმის მიზანია შიშისა და პანიკის დათესვა.
“ტერორისტების მიზანს შიშისა და პანიკის დათესვა წარმოადგენს, თუმცა საფრანგეთის დიდი სახელმწიფო და დიდი დემოკრატია არ დაუშვებს დესტაბილიზაციას”, – განაცხადა მანუელ ვალსმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს 20 ივლისს განიხილავს. ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ვადა 27 ივლისს იწურება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 14 ივლისს, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდებოდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები