მსოფლიო

ფაშინიანის და პუტინის შეხვედრა 27 დეკემბერს გაიმართება

24.12.18 16:45


სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 27 დეკემბერს გაემგზავრება.

ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

მხარეები სომხეთ-რუსეთის ურთიერთობას ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატებში განიხილავენ.

20 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვიზიტს განახორციელებდა, თუმცა მას ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები